საქართველოში მესამე მიწისძვრა მოხდა

04 ნოე 2020

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოშიმიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 23:57 საათზე მოხდა და 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან ახლოს დაფიქსირდა.