საქართველოში მიწისძვრა მოხდა

04 ნოე 2020

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:04 საათზე მოხდა და 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრი საჩხერესთან, სოფელ ხარისთვალთან იყო.