შეიცვლება თუ არა პარტიების დაფინანსების წესი?

04 ნოე 2020

31 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს უნდობლობას  უცხადებს  და   საპარლამენტო და აჭარაში უმაღლესი საბჭოს  მანდატებზე უარს ამბობს. ამის საპასუხოდ დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია  მანდატებზე უარს იტყვის,  სახელმწიფოსგან პარტიებს  დაფინანსება უნდა შეუწყდეთ. შესაძლოა შესაბამისი ცვლილება კანონშიც შევიდეს.