პოლიციამ დედა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა

04 ნოე 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მარნეულში დედისა და შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.