ოხანაშვილი - გვყავს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც “ნაცმოძრაობის“ ტყვეობაში იმყოფებიან

03 ნოე 2020

,,სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში იმყოფებიან“-ასე უპასუხა ქართული ოცნების ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის განცხადებებს და გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ.  მისი თქმით, “ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე და საზოგადოებას გასაჭირში ვერ მიატოვებს.