‘’არა საზღვაო ნარჩენებს’’ - ეკო-ინსტალაცია ბულვარში

03 ნოე 2020

‘’არა საზღვაო ნარჩენებს’’ -  პროექტის ფარგლებში ბათუმის ბულვარის ზღვისპირა ტერიტორიაზე ქუჩის ეკო-ინსტალაცია მოეწყო.

პროექტი მიზნად  ისახავს  გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და საზღვაო ნარჩენების შემცირების მიზნით ცნობიერების ამაღლებას. ამისთვის ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის მოზარდებისთვის სასკოლო კონკურსების ჩატარება.