03 ნოე 2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი მიხელ ჩხენკელის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.
„კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება „კოვიდ-19“-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს.
მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.