ტურნირი მინი ფეხბურთში

14 ოქტ 2016

ყინულის მოედანზე დღეს სტარტი აიღო ტრაგიკულად დაღუპული რეზი გურგენიძის სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. გათამაშებაში ბათუმის სხვადასხვა უბნის 25 გუნდი ასპარეზობს. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ტარდება და ის 2 კვირა  გაგრძელდება. ტურნირი რეზი გურგენიძის მეგობრების ინიციატივით და აჭარის მინი-ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.