გირჩი,ენმ,ლელო პატრიოტთა ანლიანსი და ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ

02 ნოე 2020

ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. "ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას,   - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“.  განცხადება ბადრი ჯაფარიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს ასევე პატრიოტთა ალიანსი და გირჩი.