აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრემიერი იზოლაციაში გადავიდა

02 ნოე 2020

კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო  იზოლაციაში გადავიდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი. იზოლაციაშია პრემიერ მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. როგორც ცნობილია, ნათია თურნავას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა 6  ინფიცირებულთან, გიორგი გახარიას კი იზოლაციაში  გადასვლა იმის გამო მოუწია, რომ კოვიდ 19-ი  მისი დაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.  კორონავირუსი  დაუდასტურდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ნინო ნიჟარაძე ბინაზე მკურნალობს, რადგან მას მსუბუქი სიმპტომები აქვს. უწყებაში თქვეს, რომ  ნიჟარაძეს  დაუცველი  კომუნიკაცია  არ ჰქონდა, ამიტომ თანამშრომლები იზოლაციაში არ გადასულან, იზოლაციაში იმყოფებიან  მისი ოჯახის წევრებიც.