აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს covid-19 დაუდასტურდა

01 ნოე 2020

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სამინისტროში ადასტურებენ.

ნინო ნიჟარაძე ბინაზე მკურნალობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.