პრეზიდენტი - საქართველომ შეძლო და ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები

01 ნოე 2020

საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით  მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს.