ოპოზიციური პარტიების წევრები პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ

01 ნოე 2020

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია.

მათივე თქმით, დანარჩენ ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელებენ და საერთო პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ოპოზიციის ლიდერები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.