2 ნოემბერს ღამის საათებში აჭარაში წვიმაა მოსალოდნელი

01 ნოე 2020

2 ნოემბერს ღამის საათებში, აჭარის, როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზონაში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ხანმოკლე პერიოდით გაძლიერდება დასავლეთის ქარი 12-17 მეტრ წამამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში +18, +20, მთაში +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი.

დღის საათებში ნალექის ინტენსიობა დაიკლებს და შენარჩუნდება მხოლოდ მცირე წვიმა.