დმანისში სროლა იყო - დაჭრილია საკრებულოს თავმჯდომარე

01 ნოე 2020

დმანისში ცოტა ხნის წინ სროლა იყო, დაჭრილია დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი. იგი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ კახა ოქრიაშვილის ახლო ნათესავია.

კახა ოქრიაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

არსებული ინფორმაციით, მერაბ ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

თავმდამსხმელთა ვინაობა ამ ეტაპზე  უცნობია.