დინამო 0:1 კოლხეთი

14 ოქტ 2016

0:1  ამ ანგარიშით დასრულდა შეხვედრა ქობულეთის ჩელე არენაზე ბათუმის “დინამოსა”  და ფოთის “კოლხეთს” შორის. ერთადერთი გოლი 53 წუთზე ვლადიმერ კოროვკამ  გაიტანა. წინა შეხვედრა დინამომ კოლხეთს 5 უპასუხო გოლით მოუგო. საქართველოს ჩემპიონატზე სამეულში მოხვედრილი გუნდები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე გავლენ, მანამდე კი სხვა თამაშებია წინ, თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე,  15 დეკემბერს გახდება ცნობილი.