31 ოქტ 2020

ხმაური იყო თბილისში, ვაშლიჯვარში 87-ე საარჩევნო უბანში, სადაც დარღვევებთან დაკავშირებით სამი ოქმი დაიწერა. დამკვირვებლების განცხადებით, ერთ-ერთ ამომრჩეველს უკვე გავლილი ჰქონდა მარკირება და ხელმეორედ ცდილობდა ხმის მიცემას, რისი უფლებაც არ მისცეს და ტერიტორია დაატოვებინეს.

აღნიშნული ქალი ნახევარ საათში ისევ დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, მას იმ დროისთვის მარკირების კვალი აღარ აღენიშნებოდა და მოახერხა განმეორებით ხმის მიცემა, რასაც საარჩევნო უბანზე ხმაური მოჰყვა.