ესტონელი ხელოვანების ექსპოზიცია

14 ოქტ 2016

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დღეს ესტონეთის პარნუს სკოლის არტისტების ფოტოები გამოიფინება. გამოფენაზე სახელწოდებით “სამხრეთ-დასავლეთ ესტონური ანარქიზმის თავისებურებები”  ვიდეო არტებს  და პერფორმანსს წარმოადგენენ. მსურველებს ნამუშევრების ნახვა 6 საათიდან შეუძლიათ.  ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 8 ნოემბრამდე დარჩება.