მსოფლიოს 38 ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დღეს საკუთარ არჩევანს გააკეთებენ

31 ოქტ 2020

საკუთარ არჩევნას დღეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ. მსოფლიოს 38 ქვეყანაში 52 უბანი გაიხსნა, მათ შორის აშშ-ში, უკრაინაში, გერმანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში.

ქალაქ სალონიკში 2 საარჩევნო უბანი გაუქმდა, შესაბამისად იქ არჩევნები ვერ ჩატარდება, მსგავსი ვითარებაა ბაქოში. საზღვარგარეთ სულ რეგისტრირებულია 14 170 საქართველოს მოქალაქე.