30 ოქტ 2020
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენებისა და სამაგიდო სიების გაცემა დაიწყო. ოლქის შენობასთან რამდენიმე საათის წინ რიგი იყო. ბიულეტენებსა და სამაგიდო სიებს ელოდებოდნენ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები. ბათუმის ოლქში 103 უბანი შედის, გარდა ამისა იმუშავებს 16 სპეციალური ჯგუფი, რომელიც საარჩევნოდ გადასატანი ყუთი საავადმყოფოებსა და საკარანტინე სივრცეში მყოფ კოვიდინიფიცირებულ ამომრჩევლებს მოემსახურებიან. გადასატან ყუთს მიუტანენ ასევე თვითიზოლაციაში მყოფებს, რომლებიც ცესკოს ბაზაში უკვე დარეგისტრირდენ.