საცხოვრებელ მისამართებზე რეგისტრირებული უცხო პიროვნებები საარჩევნო სიებში

30 ოქტ 2020

ბათუმში რამდენიმე მოქალაქეს საცხოვრებელ მისამართზე  უცხო პირთა ამომრჩევლის ბარათები მიუვიდა, რომლებიც მათი თქმით აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ და არც მანამდე უცხოვრიათ.

რამდენიმე ადგილას  ერთდროულად 3 ან 5 უცხო ადამიანია  რეგისტრირებული. არჩევნებამდე კი ერთი დღე რჩება, ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიებიც  უკვე მზადაა და საარჩევნო უბნებს დღეს გადაეცემა.