30 ოქტ 2020
მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში მცირე სკვერებისა და საბავშვო კუთხეების კეთილმოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, ბესიკის ქუჩაზე უკვე მოეწყო ახალი სკვერი, სადაც დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, საბაღე სკამები და ფანჩატური. სკვერის მიმდებარედ კედლები მოიხატა.