შსს ინფორმაციით ,,მთავარი არხის” ტექნიკა იპოვეს

29 ოქტ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, "მთავარი არხის" ტექნიკა, რომელიც უცნობმა პირებმა გაიტაცეს, იპოვეს. ამ ეტაპზე კი შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

დააკავეს თუ არა პირები, რომლებმაც აპარატურა გაიტაცეს უცნობია. ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა დღეს დილით გაიტაცეს, როდესაც გადამღები ჯგუფი ჩართვისთვის ემზადებოდა.