“ქართული მარში” და “ლელო” ერთმანეთს პლაკატების დაზიანებაში ადანაშაულებენ

28 ოქტ 2020

პოლიტიკური პარტიები ერთმანეთზე გადაკრული საარჩევნო პლაკატების გამო  უპირისპირდებიან. ქართულმა მარშმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“  პლაკატების მიზანმიმართულ დაზიანებაში დაადანაშაულა და ამის ფოტო ვიდეომასალაც წარადგინა, ლელომ კი მარშის წევრებს ოფისში მიაკითხა და საპირისპირო ფაქტის კონკრეტული მაგალითი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე აჩვენა. მხარეები ადგილზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.