მემორანდუმი პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობისთვის

28 ოქტ 2020

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში პირველი  თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდება - შესაბამისი სამმხრივი მემორანდუმი ფოთში  გაფორმდა.

მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.