თემურ კახიძე ხელვაჩაურის მერიას განცხადებით მიმართავს

27 ოქტ 2020

,,ევროპული საქართველოს’’ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხელვაჩაურის მერიისგან ინფორმაციას ითხოვს ქვედა ჯოჭოში მცხოვრები სანიე თედორაძის 7 განცხადებაზე რა პასუხი გასცა მერიამ . შესაბამისი განცხადებით თემურ კახიძემ უწყებას დღეს მიმართა. თემურ კახიძესთან ერთად , განცხადებით მერიას დღეს  სანიე თედორაძემაც მიმართა. ოჯახი ირწმუნება, რომ  წლებია მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფებიან.  ,,ევროპული საქართველოს’’  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, 2 დღის  ვადაში,  ხელვაჩაურის მერის გადადგომას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს. ამასთან დაკავშირებით, მერიაში საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება  სანიე თედორაძის განცხადებებზე პასუხის გაცემას, ამბობენ, რომ რეაგირება ექნებათ.