უსკომ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

27 ოქტ 2020

არჩევნებამდე სამი დღით ადრე  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საინფორმაციო კამპანიას იწყებს. რეგიონის მოსახლეობა 31 ოქტომბერს  საქართველოს პარლამენტთან ერთად რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრებსაც ირჩევს. შესაბამისად საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს 4 ბიულეტენს მისცემენ. ორს -ცისფერსა და ვარდისფერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, ხოლო ორს -მწვანესა და ყვითელს  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. უსკომ სპეციალური საინფორმაციო ფლაერები დაამზადა და დღეს მოქალაქეებს დაურიგა.