"საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაზე ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

26 ოქტ 2020

ამ წუთებში, ზუგდიდში სოფელ გრიგოლიში, საქართველოს ბანკის ყაჩაღობაზე ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

8 საათზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის განცხადება იგეგმება.

წინასწარი ინფორმაციით, ბადრი ესებუა სწორედ ის პირია, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.