''112“-ში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

25 ოქტ 2020

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა 112-ში. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე თქმით სპეციალური ხსნარებით დამუშავდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის შიდა და გარე პერიმეტრი.