ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები ქობულეთში

25 ოქტ 2020

ქობულეთში  ბულვარის კეთილმოწყობის  სამუშაოები მიმდინარეობს.   პროექტის მიხედვით, სანაპირო ზოლზე სრულად   მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია, დაიგება დეკორატიული ფილები და  გაშენდება მწვანე ზოლი. გარე განათების სისტემა უკვე მონტაჟდება.

სამუშაოების მეორე ეტაპი  მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა  დასრულდეს.