პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლიან

25 ოქტ 2020

პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი, ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა PSR  ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის.უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ თანამშრომლები ანტიგენ - ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.

ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13 ათას 253 PSR ტესტი გაკეთდა.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, 23 ოქტომბერს ორ ბრალდებულს კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც ირკვევა, ისინი საკარანტინო  სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ.