„საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პირბადეები გადასცა

24 ოქტ 2020

რეგიონში  დაძაბული ეპიდვითარების გამო,  აჭარის ყველაზე დიდ კოვიდცენტრს,  რესპუბლიკურ საავადმყოფოს  დღეს საპარტნიორო  ფონდმა  პირბადეები გადასცა. 

ათი ათასი პირბადიდან 6 ათასი  საქართველოში  წარმოებულია , 4 ათასი კი უცხოელი პარტნიორების მიერაა გადმოცემული. ფონდი  პირბადეებით სხვა რეგიონების  კოვიდკლინიკებსაც დაეხმარება.