წინასაარჩევნოდ შეწირული მილიონები

24 ოქტ 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020    წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში, შემოსავლების სახით ჯამში 10 მლნ 355 ათას 212 ლარი მიიღო. საბიუჯეტო შემოსავალი 215 ათას  505 , ხოლო შემოწირულობების სახით 10 მლნ 139 ათას 707 ლარი მიიღო.   

ამავე  დოკუმენტის თანახმად  ოპოზიციური  პოლიტიკური  პარტიებიდან    ყველაზე   მეტი - 2  მილიონ ნახევარზე მეტი  შემოსავალი  "ლელო საქართველოსთვის" პარტიამ მიიღო.   "ერთიან ნაციონალურ  მოძრაობას"  დასახელებულ პერიოდში 2 მლნ 432 ათას 831 ლარი  შესწირეს. აქედან 10, 687 ლარი საბიუჯეტო შემოსავლების, ხოლო 2 მლნ 295 ათას 309 ლარი შემოწირულობების სახით.

"სტრატეგია აღმაშენებელმა"  კი 2  მლნ  42  ათას 318 ლარის შემოსავალი,  "პატრიოტთა ალიანსმა" 2 მლნ 34 ათას 847 ლარი და "ევროპულმა საქართველომ" კი,  მლნ  773  ათას  699 ლარის  შემოსავალი მიიღო.  წინა საარჩევნო  რეკლამაში საანგარიშო პერიოდში,  ყველაზე მეტი  დახარჯა ქართულმა ოცნებამ, ოპოზიცური პარტიებიდან ნაციონალურმა მოძრაობამ.