„ბორჯღალოსნები“ შოტლანდიასთან დამარცხდნენ

24 ოქტ 2020

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი 3 ლელოთი და ერთი გარდასახვით 17 - ით 0 მოიგეს. 

შესვენების შემდეგ ქართველმა მორაგბემ აკაკი ტაბუცაძემ ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ეს ბორჯღალოსნებისთვის ბოლო 8 თვის განმავლობაში პირველი მატჩი იყო  რაც ნაკრების თამაშზეც  აისახა.  საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.