უცნობია რამდენი ამომრჩეველი ისარგებლებს ქედაში გადასატანი ყუთით

24 ოქტ 2020

ჯერ ისევ   არ არის  დაზუსტებული რამდენი ამომრჩეველი ისარგებლებს გადასატანი ყუთით ქედაში. ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ  ტრადიციულად, ასეთი ამომრჩევლის  რაოდენობა საერთო სიის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა ეს ციფრი შეიცვალოს. 

ქედაში  არჩევნების  დღეს  31 უბანი გაიხსნება. ერთიან სიაში 15  ათას 673 მოქალაქეა რეგისტრირებული.