ვიდეოკონფერენცია - წინასაარჩევნო გარემო და არჩევნები პანდემიის პირობებში

24 ოქტ 2020

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პანდემიის პირობებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმსჯელეს მთავრობის ადმინისტრაციისა და    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსებმა NDI-ის პრეზიდენტთან.

მთავრობის პრესსამსასხურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა, პანდემიის პირობებში კენჭისყრის დღეს უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე. ისაუბრეს როგორც პანდემიის, ასევე წინასაარჩევნო პერიოდისას დეზინფორმაციის უარყოფით გავლენებზე.