შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

24 ოქტ 2020

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს - ნათქვამია   შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.