ირაკლი კობახიძის განცხადება

13 ოქტ 2016

ირაკლი  კობახიძე  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება არ ადასტურებს  და  მასთან კონსულტაციებს უარყოფს.  ამბობს, რომ  ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ჯერ არ უმსჯელია. კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე მინისტრების კანდიდატურებზე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ იმსჯელებს.