კალაძის შეფასება ბოლოდროინდელ კრიმინალურ ფაქტებზე

23 ოქტ 2020

წინა წლებში უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა, თუმცა მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ "ყველაფერი კარგად იყო"- განაცხადა  ,,ქართული ოცნების“ გენერალურმა  მდივანმა. კახა კალაძე ამბობს , რომ  მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო.   კალაძე ამ განცხადებით ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, საქმის მეორე ეტაპიც წარმატებით დასრულდეს და ბოროტმოქმედი დააკავონ.