აჭარაში კორონავირუსის 487  ახალი შემთხვევა დადასტურდა

23 ოქტ 2020

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 181 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 6106 პაციენტი.

აჭარაში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 641 პაციენტი. მ.შ.80- მძიმე პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 12,  Covid სასტუმროებში- 1110.

აჭარაში ბინაზე 2205-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ არის.