თავდასხმა ბანკზე და მძევლად აყვანილი 43 ადამიანი

22 ოქტ 2020

დღის მეორე ნახევრიდან თითქმის შუა ღამემდე გაგრძელდა  სპეცოპერაცია ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში. საბოლოოდ თავდამსხმელმა ბანკის შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის იყო ავთანდილ გალდავა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია, რომელიც მძევლებს ჩაენაცვლა. მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.