თუ ზუგდიდში ბანკზე თავდამსმხელი საზღვარს გადმოკვეთს სოხუმი მას თბილისს გადასცემს - სერგეი შამბა

22 ოქტ 2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაში ძებნილმა პირმა აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, sputnik-abkhazia ავრცელებს.

საკითხზე კომენტარი გააკეთა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმაც. საინფორმაციო სააგენტო "SOVA"-სთან საუბრისას, სერგეი შამბას განცხადებით, თუ თავმდამსხმელი შეძლებს აფხაზეთში მოხვედრას, რაც ფაქტიურად შეუძლებელია ისინი მას თბილისს გადასცემენ.