ხვალ საღამოს ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

22 ოქტ 2020

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ახალი დაერთების გამო, 23 ოქტომბერს საღამოს 21:00 სთ-დან 24 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას, კაჩინსკების ქუჩიდან კობალაძის ქუჩის მონაკვეთამდე.

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.