სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ შეიარაღებულ პირთან და მძევლებთან ერთად ბანკის შენობა დატოვა

21 ოქტ 2020

შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა.

თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ 3 მძევალთან ერთად და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ავთანდილ გალდავასთან ერთად გამოვიდა.

როგორც კადრებში ჩანს, თავდამსხმელს შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა. მათი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, უცნობია დასრულებულია თუ არა სპეცოპერაცია.