თავდამსხმელი ბანკის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს - სპეცოპერაცია ზუგდიდში

21 ოქტ 2020

ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ხელებაწეული გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.