გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 ოქტ 2020

გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. გუბერნატორი მკურნალობის კურსს სახლში გადის. ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ.

რაც შეეხება კონტაქტებს, ზურაბ ნასარაიას სამსახურებრივი კონტაქტები გამოკვლეულია. 5 თანამშრომელი იმყოფება თვითიზოლაციაში, მისი მოადგილეების ტესტის პასუხი ამ ეტაპზე უარყოფითია.

გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.