ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ მათ პლაკატებს აზიანებენ

20 ოქტ 2020

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას პლაკატების  და ბილბორდების  დაზიანებაში ადანაშაულებს. გია აბულაძე აცხადებს, რომ  წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალები დაზიანებულია ხულოს რამდენიმე სოფელში, დაბა შუახევსა და სოფლებში, ასევე ქედაში. ბილბორდები კი ჩამოხიეს 6 ლოკაციაზე. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოუწოდებს ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს რეაგირება მოახდინონ ფაქტებზე. ასევე სადამკვირვებლო ორგანოებმა გააქტიურონ მონიტორინგი ამ მიმართულებით.