127 სპეციალური საარჩევნო უბანი კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის
20 ოქტ 2020
არჩევნებამდე 10 დღე რჩება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ განმარტეს, თუ როგორ მისცემენ ხმას კოვიდ ინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი პირები. ვიცით, რომ შეიქმნება სპეციალური საარჩევნო უბნები და ამოქმედდება გადასატანი ყუთები.