ტრანსპორტში პირბადეების ტარება გაკონტროლდება

18 ოქტ 2020

ხვალიდან ბათუმში მუნიციპალური  ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები ტრანსპორტში პირბადეების ტარებას მკაცრად გააკონტროლებენ.

ყოველდღიურ რეჟიმში ტრანსპორტი სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი. ბათუმის მერია მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.