12 ოქტ 2016
ფინანსთა მინისტრი კონკრეტულ პროგნოზებს ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით არ აკეთებს, თუმცა ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტა უახლოეს მომავალში დასტაბილურდება. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, წელს უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან. ხადური ლარის გაუფასურებას ბიუჯეტის ხარჯვას არ უკავშირებს. საპირისპიროს აცხადებენ ოპონონტები.